ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა Four Four Two-მ დაასახელა ტოპ 100 ფეხბურთელი, რომლებიც მათი აზრით, ამ მომენტისთვის მსოფლიოში საუკეთესონი არიან.
გამოცემის რეიტინგში ქართველი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილიც მოხვდნენ, რომლებიც შესაბამისად 30-ე და 83-ე პოზიციას იკავებენ.
ცნობისთვის, Four Four Two-ს რეიტინგში პირველი ადგილი ვინისიუს ჟუნიორს უკავია. მას ერლინგ ჰოლანდი მოსდევს. მესამე პოზიციაზე კი ჯუდ ბელინგემია.