ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ თბილისში 20-30 ივლისს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ერთი მილიონი დოლარის საპრიზო ფონდი დააწესა. ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და მსგავსი ოდენობის თანხა FIE-ს არასოდეს დაუწესებია ჩემპიონატების ისტორიაში.
ამის შესახებ დღეს პირველად განაცხადა საქართველოს დედაქალაქში ვიზიტად მყოფმა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის წესების კომისიის პრეზიდენტმა და შეჯიბრებების დირექტორმა ზიედ ფერიანმა.
FIE-ს მაღალჩინოსნის თქმით თბილისი მსოფლიო ფარიკაობის დედაქალაქია და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თბილისს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება იმიტომ მისცეს, რომ ფარიკაობის უდიდესი ისტორიის გარდა, ეს არის ქალაქი რომელიც თავისი უნიკალური გარემოს გამო ყველას მოსწონს.
ზიედ ფერიანმა ხაზი გაუსვა ფარიკაობისთვის აუცილებელ თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობასაც ქვეყანაში და აღნიშნა ისიც, რომ მთელი მსოფლიოდან ყველა მოფარიკავეს სწორედ აქ სურს ჩამოსვლა.
შეგახსენებთ რომ 20-30 ივლის საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფარიკაობაში რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის 1800 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
მსოფლიო პირველობის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მთელს ამ პერიოდს საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია სპეციალურად შექმნილ სამთავრობო კომისიასთან ერთად შეჯიბრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობას და ტექნიკური დეტალების მოგვარებას დაუთმობს. მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად უკვე დაწყებულია მედიის აკრედიტაცია აკრედიტაციაზე რეგისტრაცია საქართველოს დედაქალაქში ხმლით, რაპირით და დაშნით ფარიკაობაში მსოფლიო პირველობის გაშუქების სურვილი უკვე გამოთქვეს წამყვანმა მედიასაშუალებებმა შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან.