Azimuth Airlines-ის რეისი A47107 მოსკოვი-თბილისი, ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა, იტყობინება ავიაკომპანიის პრესსამსახური.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი აეროპორტში ტექნიკური პრობლემის გამო დაბრუნდა. მგზავრები თბილისში აზიმუტის სარეზერვო თვითმფრინავით გაფრინდებიან.

ავიაკომპანია არ აკონკრეტებს რა სახის გაუმართაობა მოხდა თვითმფრინავში.