შეიძლება თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ მოსახლეობის აღწერა შედგა. დაახლოებით 25 ივნისს გამოქვეყნდება წინასწარი შედეგები - ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ბრიფინგზე განაცხადა.
„მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ივნისის ჩათვლით ვიმუშავებთ მონაცემთა ხარისხზე და ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებაზე, რათა მოვახდინოთ სხვადასხვა სახის არსებული ინფორმაციის ვალიდაცია. ივნისის ბოლოს, დაახლოებით 25 ივნისს, გამოქვეყნდება მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, ხოლო 2026 წლის ივნისში, უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, სოფლების, ქალაქების და მუნიციპალიტეტის დონეზე იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობის აღწერის დეტალური შედეგები“, - განმარტა გოგიტა თოდრაძემ.