საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიის საწვრთნელი შეკრების დასრულების შემდეგ 8 ივნისს მონტენეგროში გაემგზავრა, სადაც დღეს, 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.

მონტენეგროსა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 9 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველი არხის ეთერით გადაიცემა.