ვლადიმირ პლახატნიუკი საბერძნეთში დააკავეს. მისი დაკავება მასშტაბურ საბანკო თაღლითობას უკავშირდება. კერძოდ, 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან $1 მილიარდი დოლარი გაუჩინარდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 12%-ს შეადგენდა. თაღლითური სქემის მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ პლახატნიუკი სახელდებოდა.
2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პლახატნიუკი დაასანქცირა „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“. მათ შორის მოხსენიებული იყო ოფიციალური პირებისა და მოსამართლეების მოსყიდვა და მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენება.
პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ, 2019 წელს, პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა და იმალებოდა. ის საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.