„ბი ბი სის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა -თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ,  - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, დღეს ქართველ ჟურნალისტებთან, „ბი ბი სის“ მიერ გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული  ინფორმაციები გაავრცელონ. 

„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუ კი, რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული.

არ ვიცი, საერთოდ ღირს, თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს