ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი აკ­ვირ­დე­ბი­ან ას­ტე­რო­იდს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა 2032 წელს დე­და­მი­წას შე­ე­ჯა­ხოს. ას­ტე­რო­ი­დი, სა­ხე­ლად 2024 YR4 გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მეც­ნი­ე­რე­ბი შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბას 1.3%-ით აფა­სე­ბენ. ას­ტე­რო­ი­დი ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე სა­შიშ ციურ სხე­ულ­თა სი­ა­შია და მისი შე­ჯა­ხე­ბა ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

ევ­რო­პის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ში (ESA) აცხა­დე­ბენ, რომ 99%-იანი ალ­ბა­თო­ბით ას­ტე­რო­ი­დი 2032 წლის 22 დე­კემ­ბერს უსაფრ­თხოდ ჩა­უვ­ლის დე­და­მი­წას, თუმ­ცა შე­ჯა­ხე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ბო­ლომ­დე გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის.

"შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს“, - ამ­ბობს ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, დოქ­ტო­რი რო­ბერტ მესი. - "მსგავ­სი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­გორც წესი, კვლე­ვე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ნელ-ნელა ქრე­ბა. მთა­ვა­რია, მეც­ნი­ე­რებს საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი ჰქონ­დეთ ასე­თი საფრ­თხე­ე­ბის შე­სას­წავ­ლად, რათა დრო­უ­ლად იმოქ­მე­დონ"...

ას­ტე­რო­ი­დი 2024 YR4 პირ­ვე­ლად 2023 წლის 27 დე­კემ­ბერს, ჩი­ლე­ში მდე­ბა­რე ტე­ლეს­კოპ­მა და­ა­ფიქ­სი­რა. მისი სიგ­რძე-სი­გა­ნე 40-90 მეტრს შო­რის მერ­ყე­ობს. ტო­რი­ნოს შკა­ლის მი­ხედ­ვით (რო­მე­ლიც ას­ტე­რო­ი­დე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას აფა­სებს), ამ ობი­ექ­ტის საფრ­თხის დონე 3-დან 10-მდეა. რაც ნიშ­ნავს, რომ მისი შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა 1%-ზე მე­ტია და მას შე­უძ­ლია "ლო­კა­ლუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა“ გა­მო­იწ­ვი­ოს.

ტო­რი­ნოს შკა­ლის მი­ხედ­ვით, შე­ჯა­ხე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია მა­შინ, რო­დე­საც საფრ­თხის დონე 8, 9 ან 10-ს აღ­წევს.

რაც უფრო მა­ღა­ლია მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მით უფრო სე­რი­ო­ზუ­ლია შე­დე­გე­ბი. მა­გა­ლი­თად, 66 მი­ლი­ო­ნი წლის წინ დე­და­მი­წას 10-15 კმ სი­გა­ნის ას­ტე­რო­ი­დი შე­ე­ჯა­ხა, რა­მაც დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა 2024 YR4 გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რაა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ას­ტე­რო­იდს შე­საძ­ლოა ატო­მუ­რი ბომ­ბის ძა­ლის ტოლი ენერ­გია ჰქონ­დეს. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ას­ტე­რო­ი­დი და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას და­ე­ცე­მა, მას­შტა­ბუ­რი ნგრე­ვა იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ას­ტე­რო­ი­დი ოკე­ა­ნე­ში ან დე­და­მი­წის უკაც­რი­ელ რე­გი­ონ­ში და­ე­ცე­მა, თუმ­ცა ის ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ შორ­საა, რის გა­მოც ზუს­ტი დარ­ტყმის ად­გი­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დის შე­ჯა­ხე­ბის შან­სი მცი­რეა, კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ეს ალ­ბა­თო­ბა ნუ­ლამ­დე მცირ­დე­ბა. ასე მოხ­და 2004 წელს, რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დი "აპო­ფი­სი“ პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეს. თავ­და­პირ­ვე­ლად მას ტო­რი­ნოს შკა­ლა­ზე 4-იანი მი­ა­ნი­ჭეს, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს დონე ჯერ 1-მდე, შემ­დეგ კი 0-მდე შემ­ცირ­და.

ამ­ჟა­მად კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს იღე­ბენ: ისი­ნი აკ­ვირ­დე­ბი­ან ყვე­ლა ციურ ობი­ექტს, რო­მე­ლიც 50 მეტრზე დიდი სი­გა­ნი­საა და რომ­ლის შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბაც 1%-ზე მე­ტია.

შე­ჯა­ხე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია იმუ­შა­ვებს: ას­ტე­რო­ი­დე­ბის გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქსე­ლი (IAWN), რო­მელ­საც NASA ხელ­მძღვა­ნე­ლობს და კოს­მო­სუ­რი მი­სი­ე­ბის და­გეგ­მვის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი (SMPAG), რო­მელ­საც ESA უძღვე­ბა.

IAWN და­მა­ტე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბებს ჩა­ა­ტა­რებს ას­ტე­რო­ი­დის ორ­ბი­ტის გა­სარ­კვე­ვად, ხოლო SMPAG შე­ი­მუ­შა­ვებს გეგ­მას, თუ რო­გორ გა­უმკლავ­დნენ შე­საძ­ლო საფრ­თხეს, თუ შე­ჯა­ხე­ბის ალ­ბა­თო­ბა 1%-ზე მა­ღა­ლი დარ­ჩე­ბა. ერთ-ერთი ვა­რი­ან­ტია ას­ტე­რო­ი­დის კურ­სის შეც­ვლა კოს­მო­სუ­რი ზონ­დის შე­ჯა­ხე­ბის გზით - იგი­ვე მე­თო­დით, რო­მე­ლიც NASA-მ 2022 წელს DART-ის მი­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ცა­და.

ამ­ჟა­მად ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წას ემიჯ­ნე­ბა, რის გა­მოც მისი შეს­წავ­ლა რთულ­დე­ბა. მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის ჩვე­ნი ტე­ლეს­კო­პე­ბის­თვის უხი­ლა­ვი გახ­დე­ბა. თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჯა­ხე­ბის საფრ­თხე არ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა, ის აქ­ტუ­ა­ლუ­რი დარ­ჩე­ბა 2028 წლამ­დე, რო­დე­საც ას­ტე­რო­ი­დი კვლავ გა­მოჩ­ნდე­ბა ცაში.

ლონ­დო­ნის იმ­პე­რი­უ­ლი კო­ლე­ჯის პლა­ნე­ტო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, გა­რეტ კო­ლინ­ზი, ამ­ბობს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბის დახ­ვე­წის გამო, მეც­ნი­ე­რე­ბი მო­მა­ვალ­ში კი­დევ ბევრ მსგავს ას­ტე­რო­იდს აღ­მო­ა­ჩე­ნენ.

"ამ ეტაპ­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს და­ვაკ­ვირ­დეთ ას­ტე­რო­იდს, რათა მისი მოძ­რა­ო­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა ზუს­ტად შევ­ძლოთ,“ - ამ­ბობს კო­ლინ­ზი.

წყა­რო: ambebi.ge