მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. the guardian-ის ცნობით,  სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (23მაისი)  ჩამოინგრა. როგორც ვარაუდობენ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ხელისუფლება მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოცხადდეს და დაეხმაროს გამოძიებას.