,,ცირკულარობიდან განახლებადი ენერგიის წარმოებამდე: ინოვაციური პრაქტიკები ევროპაში“- საკითხზე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (COP29) მხარეთა 29-ე კონფერენციაზე დისკუსია გაიმართა.

პანელურ დისკუსიას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გაუწია მოდერაცია. დისკუსიის ფარგლებშიც მონაწილეებმა ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკასა და განახლებადი ენერგიის წარმოებას შორის არსებულ ურთიერთკავშირზე იმსჯელეს და ინოვაციურ ევროპულ პროექტებზე ისაუბრეს.

მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღო ასევე პანელში, რომელიც დეკარბონიზაციასა და ემისიების შემცირების ერთობლივ ძალისხმევასა და სტრატეგიებს ეხებოდა. პანელურ დისკუსიას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა უმასპინძლა.