Transfermarkt-ის მიხედვით, 14 მარტს 25 წლის ქართველი ფეხბურთელის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის, სატრანსფერო ფასმა 700 ათასი ევრო შეადგინა. მანამდე, მისი სატრანსფერო ფასი ნახევარ მილიონ ევროს შეადგენდა, ანუ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 200 ათასი ევროთი გაიზარდა.

შეგახსენებთ, ლუკა  გუგეშაშვილი ზაფხულის სეზონიდან „პანსერაიკოს“ დატოვებს და მომდევნო სამწლიან ასპარეზობას „პაოკში“ გააგრძელებს.