დიდ ბრიტანეთში, WTM London 2024-ის გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ
პოტენციალს გაეცნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან
ერთად გამოფენაზე ტურიზმის სექტორიდან 21 კომპანია იყო წარდგენილი.
WTM London 2024-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს
კომპანია შატო მუხრანის წარმომადგენელი თაკო შეროზია.

“ჩვენ ვმონაწილეობდით ლონდონის უდიდეს გამოფენაზე, WTM-ზე, რომელიც
ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. აქ ძალიან ბევრი ახალი სტრატეგიული
პარტნიორი შევიძინეთ, გამოფენაზე საქართველოს მიმართ დიდი ინტერესი იყო.
გაზაფხულიდან ველოდებით უკვე პირდაპირ ფრენებს ლონდონი-თბილისის
მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ახალი შეძენილი კონტაქტებით მეტი
ტურისტი გვეწვევა მომავალი წლიდან საქართველოში და გაიზიარებს ჩვენს
კულტურას,“-განაცხადა თაკო შეროზიამ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება
ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ
პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული
კომპანია და ორგანიზაცია წარსდგა, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასი
იყო.