უკვე მე-7 დღეა “ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად, გურიაში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით მუშაობენ და გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან.
როგორც "კომერსანტს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს “ძლიერი საქართველოს” ლიდერები ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ.
სამუშაოებში ჩართულია კოალიციის ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ქვილორია. მუშაობს ცხელი ხაზი. ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდონაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან.