კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „მთავარმა არხმა” ეთერში არ განათავსა.
ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „მთავარმა არხმა” კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა დაასახელა. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.
ასევე, კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი ტელეკომპანიების: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტელეკომპანია პირველი“, „ტელეიმედი“, „რუსთავი2“ („მედია ჰოლდინგი“), „სტუდია მაესტრო“, „პოსტვ“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „საზოგადოებრივიმაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო”, „სილქ მედია“ და „ილიონი“ წინააღმდეგ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალურიმოძრაობის" საჩივარი არ დააკმაყოფილა.
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” საჩივრის მიხედვით, მათ მიმართეს აღნიშნულ ტელეკომპანიებს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებიმიზნით, ხოლო მაუწყებლებმა ბლოკში შემავალი პარტიებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფასო სარეკლამო დრო არასწორად გაანაწილეს.კერძოდ, ბლოკისთვის განკუთვნილი დრო, რომელიც უნდა გაყოფილიყო სამზე, გაიყო ხუთზე, რის გამოც, დაირღვა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“უფლება, რაც გამოიხატა იმაში, რომ მისი უფასო სარეკლამო დრო შემცირდა.
კომუნიკაციების კომისიამ საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უფასო საეთერო დრო თანაბრად ეძლევათ იმპარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი შესაბამისი საარჩევნობარიერი გადალახეს. თუ უფასო საეთერო დრო საარჩევნო ბლოკს ეძლევა, ეს დრო მასში გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანაბრადნაწილდება. ამასთან, საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ ერთმანეთისგან განასხვავებს პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს. საარჩევნო სუბიექტიკი არის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლებისწარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ მიუთითებს პოლიტიკურ პარტიებზე და არა საარჩევნო სუბიექტებზე, შესაბამისად ამდანაწესის მიხედვით, უფასო საეთერო დროც თანაბრად ეკუთვნის იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბლოკში იყვნენ გაერთიანებული, მათ შორის, მათ,რომლებიც მიმდინარე არჩევნებზე საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ მაუწყებლების მხრიდან „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისი ნორმებისდარღვევას ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა.