ტრანსპორტში გადახდის სისტემის ხარვეზთან დაკავშირებით "მს +" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.

"ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. უმოკლეს დროში დაიწყო მის დასადგენად აქტიური მუშაობა. გაითიშა გადახდის აპარატები. მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად. შპს „მს+“ ბოდიშს უხდის მგზავრებს სერვისის შეწყვეტის გამო. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხარვეზი,რაც დისკომფორტს უქმნის მგზავრებს ან მათ გადაადგილებას. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ იყოს აღმოფხვრილი, კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს, რომ მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი ინციდენტისგან", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლებშიც ისმოდა, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ირთვება საპროტესტო აუდიო ჩანაწერები.

აღნიშნულის გამო, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, აპარატები სრულად გაეთიშა, თუმცა ამ დროისთვის აპარატების მუშაობა აღდგენილია