უმაღლესი განათლების სექტორი საქართველოში მოიცავს 63 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც შედგება უნივერსიტეტების, სასწავლო უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისგან. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასური მზარდია. საბაკალავრო პროგრამის საშუალო ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 4482 ლარი შეადგინა, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასური წინა სასწავლო წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა და 4368 ლარი შეადგინა. ხოლო, საჯარო საუნივერსიტეტო პროგრამები, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის დონეზე, ინარჩუნებს სტაბილურ ღირებულებას, 2250 ლარის ოდენობით.

„საქართველოს უმაღლესი განათლების ბაზარმა 2022 წელს გადააჭარბა 950 მილიონ ლარს, პროგნოზირებული  წლიური ზრდის ტემპით 9-10%. კერძო უნივერსიტეტებმა 2022 წლის დეკემბრისთვის 380 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც ნაწილობრივ საგანმანათლებლო პროგრამების ფასების ზრდას უკავშირდება. მთლიანობაში, კერძო და საჯარო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ბაზრის სტრუქტურა, შედარებით უცვლელი რჩება,“- აღნიშნულა კვლევაში. 

კერძო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გაზრდის მიზეზების გასარკვევად „კომერსანტი" უნივერსიტეტებს დაუკავშირდა, მათ შორის: „საქართველოს უნივერსიტეტს" და „აგრარულ უნივერსიტეტს“.

„საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორის, კონსტანტინე თოფურიას თქმით, საბაკალავრო პროგრამებზე ფასების ზრდა ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. მათ შორის იმასთან, რომ ფასების ზრდის მიუხედავად, ეროვნული გრანტი ბოლო 18 წლის მანძილზე არ შეცვლილა.

„ინფლაციამ და ფასების ზრდამ, ყველაფერმა ერთად, განაპირობა პროგრამებზე ფასების ზრდა. ეროვნული გრანტი რაც არის, 100%-იანი, არ გაზრდილა 2006 წლის შემდეგ.  თითქმის ოცი წელი გავიდა. ამ წლების მანძილზე ფასები თითქმის გასამმაგდა და არ იქნება რეალური, რომ ამ ფასად ნორმალური ხარისხის განათლება უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა.განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია შესაბამისი თანხაც ღირდეს სწავლა.

პროფესორ-მასწავლებლები ხომ საჭიროებენ ხელფასებს. ჩვენს გარშემო ყველაფერზე გაიზარდა ფასები, შესაბამისად პროფესორ-მასწავლებლების ხელფასებიც უნდა გავზარდოთ ორჯერ-სამჯერ.

მისი თქმით, რეალურად, სწავლის საფასური უფრო ძვირი უნდა იყოს, თუმცა ამას უცხოელი სტუდენტების მიერ გადახდილი თანხა აკომპენსირებს. 

„რეალურად, სწავლის საფასური ბევრად უფრო ძვირი უნდა იყოს, ვიდრე არის. ის, რომ ჩვენ ვახერხებთ რაღაცნაირად შევინარჩუნოთ დაბალი სწავლის საფასური, ეს არის იმის გამო, რომ ჩვენთან სწავლობს ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი (ზოგადად, საქართველოშიც ასეა ). უცხოელი სტუდენტების ხარჯზე სწავლობენ რეალურად ქართველი სტუდენტები.

წარმოიდგინეთ, როდესაც 2250 ლარი წლიური საფასური გახდა 2006 წელს, მაშინ ეგ თანხა 1200 დოლარამდე იყო, ახლა კი 800 დოლარამდეა.

800 დოლარით წელიწადში შეუძლებელია უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლება. ახლა გაცილებით მაღალი მოთხოვნა აქვთ პროფესორ-მასწავლებლებს, გაცილებით მაღალი ხელფასი სჭირდებათ, ყველაფერი გაცილებით ძვირი ღირს, მათ შორის ელ.ენერგია, წყალი და ა.შ. ყველაფერი, რასაც ორგანიზაცია იხდის.

იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ოდნავ ნორმალური განათლება, ესეც კი შეუძლებელია მოხდეს 2250 ლარით,“ - აღნიშნა საქართველოს უნივერისტეტის რექტორმა.

 „აგრარული უნივერსიტეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, ბექა კოკაიას თქმით კი, აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის საფასური, წლების მანძილზე არ გაზრდილა.

„ჩვენს უნივერსიტეტში სწავლის საფასური წლებია არ გაზრდილა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ  კახა ბენდუქიძის დროს რა საფასურიც იყო, ახლაც ეგ ფასებია შენარჩუნებული".

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის 2023-ის“ მიხედვით, გთავაზობთ კერძო უნივერსიტეტებში საბაკალავრო საფეხურზე სწავლის საფასურებს, უნივერსიტეტების მიხედვით (ლარი):

აგრარული უნივერსიტეტი

  • აგრონომია, 2. ლანდშაფტის მენეჯმენტი, საპარკო და სატყეო საქმე, 3. მევენახეობა-მეღვინეობა- 3250
  • სასურსათო ტექნოლოგია-3250
  • ბიოლოგია 2. ქიმია-3250
  • ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერია, 2. მექანიკის ინჟინერია, 3. მშენებლობა- 3250
  • ბიზნესის ადმინისტრირება- 3950
  • თავისუფალი მეცნიერებები-3450

შპს - ქუთაისის უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება-2250 
  • ეკონომიკა-2250
  • სამართალი-2250
  • ტურიზმი-2250

შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

  • მედიცინა-3500
  • სტომატოლოგია- 3500
  • სამართალი-2250
  • ჟურნალისტიკა-2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება-2250
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები-2250
  • ტურიზმი-2250
  • ინგლისური ფილოლოგია-2250
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2250

შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

  • დიპლომირებული სტომატოლოგი (ქ. თბილისი)-4900 
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-8000
  • სამართალი (ქ. თბილისი)-4700
  • სამართალი (ქ. ბათუმი)-2700
  • საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქ. თბილისი)-3500
  • საჯარო მმართველობა და პოლიტიკა (ქ. ბათუმი)-2700
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი) (ქ. თბილისი)-3200
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ქ. თბილისი-2900
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) (ქ. თბილისი)-2250
  • ტურიზმი (ქ. თბილისი)-2990
  • ტურიზმი (ქ. ბათუმი)-2700
  • ურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქ. თბილისი)-3500
  • ფსიქოლოგია (ქ. თბილისი)-3300

შპს - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტ

  • ბიზნესის ადმინისტრირება-7950 
  • საერთაშორისო ურთიერთობები-6950
  • სამართალი-6950
  • კომპიუტერული მეცნიერებები და მათემატიკა-7950
  • ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია-6950
  • ფიზიკა-6950
  • მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები-6950
  • ვიზუალური ხელოვნება და დიზაინი-7950
  • რქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა-7950
  • შენობის სისტემების ინჟინერია-695

შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)-5000 
  • სამკურნალო საქმე-5000

შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება -2250 
  • სამართალი-2250
  • სტომატოლოგია-2250
  • ფსიქოლოგია-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (აზერბაიჯანულენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (აფხაზურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (ოსურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (სომხურენოვანთათვის)-225

შპს - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

  • დიპლომირებული მედიკოსი-8000 
  • დიპლომირებული მედიკოსი (ე-პდს)-8000

შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • ამერიკისმცოდნეობა (ინგლისურენოვანი)-2580 
  • არქიტექტურა (ინგლისურენოვანი)-5940
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები (ინგლისურენოვანი)-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მარკეტინგი (ინგლისურენოვანი-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება - საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი (ინგლისურენოვანი)-4200
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-4200
  • ეკონომიკა-2460
  • კონომიკა (ინგლისურენოვანი)-2460
  • ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი)-3900
  • კომპიუტერული მეცნიერება-4440
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)-4440
  • ჟურნალისტიკა-3540
  • საერთაშორისო ურთიერთობები-4980
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)-4980
  • სამართალმცოდნეობა-4200
  • აჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობა-4200
  • ტურიზმი-2940

შპს - ალტე უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალ-2250
  • კომპიუტერული მეცნიერება-2250
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)-2950
  • მედიცინა-2950
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)-4950
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2250
  • სამართალი-2250
  • ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი-2250
  • ფსიქოლოგია-2250

შპს - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

  • სამართალი-2500
  • ფსიქოლოგია-2500
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2250
  • სოციოლოგია-2250
  • პოლიტიკის მეცნიერება-2250
  • ტურიზმი-2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება-2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-3500
  • თეოლოგია-2250

შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • ქართული მევენახეობა-მეღვინეობა-2490
  • სამართალი-2490
  • ჟურნალისტიკა-2490
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2490
  • მედიცინა-3490
  • სტომატოლოგია-2950
  • ფარმაცია-2490
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)-4950
  • ტურიზმი-2490
  • მენეჯმენტი-2490
  • ფინანსები-2490
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-4490
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები-2490

შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება-3600 
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-3600
  • სამართალი-3600
  • საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია-3600
  • ინფორმატიკა-3600
  • მშენებლობა-2700
  • ინგლისური ფილოლოგია-3300
  • ქართული ფილოლოგია-2700
  • ისტორია-2400
  • მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში-2700
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი)-4500

შპს - საქართველოს უნივერსიტეტი

  • არქეოლოგია- 2250 
  • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი-3750
  • აღმოსავლეთმცოდნეობა-2750
  • ბიზნეს ანალიტიკა-6000
  • ბიზნესის ადმინისტრირება-4000
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-4950
  • ეკონომიკა-3200
  • ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია-3500
  • ელექტრონული და კომუნიკაციების ინჟინერია (ინგლისურენოვანი)-4500
  • ინგლისური ფილოლოგია-2750
  • ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი)-3750
  • ინფორმატიკა-3500
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები (ინგლისურენოვანი)-4500
  • ისტორია-2250
  • კომპიუტერული ინჟინერია-3500
  • კომპიუტერული ინჟინერია (ინგლისურენოვანი)-4500
  • მათემატიკა-2250
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)-6000
  • პოლიტიკის მეცნიერებები-4000
  • ჟურნალისტიკა-4500
  • საერთაშორისო ურთიერთობები-5000
  • სამართალმცოდნეობა-3500
  • საჯარო მმართველობა-3200
  • სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)-5500
  • სტრატეგიული კომუნიკაციები-5000
  • ტურიზმი-3200
  • ფარმაცია-3500
  • ფსიქოლოგია-4000
  • ქართული ფილოლოგია-2250
  • ხელოვნებათმცოდნეობა-2750
  • ჯანდაცვის ადმინისტრირება-4800

შპს - კავკასიის უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (სპეციალობები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა) (ქ. თბილისი)-8590 
  • 2 ბიზნესის ადმინისტრირება (კონცენტრაციები: ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი, საბუღალტრო აღრიცხვა) (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-8990
  • ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-21 500
  • ჯანდაცვის მენეჯმენტი (ქ. თბილისი)-6590
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-7790
  • დიპლომირებული მედიკოსი (ქ. თბილისი)-7790
  • სამართალი (ქ. თბილისი)-6690
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქ. თბილისი)-6590
  • PR (პიარი) და კომუნიკაცია (ქ. თბილისი)-7790
  • არქიტექტურა (ქ. თბილისი)-6690
  • არქიტექტურა (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-7790
  • გრაფიკული დიზაინი (ქ. თბილისი)-6590
  • კიბერუსაფრთხოების ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)- 21500
  • კომპიუტერული მეცნიერება (ქ. თბილისი)-6590
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-6990
  • ელექტრონიკა და კომპიუტერული ინჟინერია (ქ. თბილისი)-4590
  • კომპიუტერული მეცნიერება (ერთობლივი) (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-21 500
  • დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები (ქ. თბილისი)-6590
  • დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები (ქ. თბილისი)-6990
  • საჯარო მმართველობა (ქ. თბილისი)-6590
  • ქართული ფილოლოგია; 2. ისტორია (ქ. თბილისი)-2990
  • ინგლისური ფილოლოგია (ქ. თბილისი)-4190
  • ევროპისმცოდნეობა (ქ. თბილისი)-4190
  • სოციოლოგია (ქ. თბილისი)-4590
  • ფსიქოლოგია (ქ. თბილისი)-4590
  • ფსიქოლოგია (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-4990
  • ტურიზმი (ქ. თბილისი)-4590
  • მასპინძლობის მენეჯმენტის ერთობლივი პროგრამა (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-15 500
  • ეკონომიკა (ქ. თბილისი)-4590
  • ეკონომიკა (ინგლისურენოვანი) (ქ. თბილისი)-4990

შპს - სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

  • დიპლომირებული მედიკოსი- 4800
  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი)- 16 081
  • სტომატოლოგია- 3200
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია-3000
  • ჯანდაცვის ეკონომიკა და მენეჯმენტი-2500

სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

  • არქიტექტურა-2000 
  • დიზაინი (ტექსტილის დიზაინი; სამოსის დიზაინი)-1500
  • აუდიოვიზუალური ხელოვნება (კინორეჟისურა, ტელერეჟისურა)-1500
  • სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო)-1500
  • სამუსიკო შემსრულებლობა (ფორტეპიანო, აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა, საორკესტრო)- 1500
  • ხელოვნებათმცოდნეობა-1500
  • კულტურის მენეჯმენტი-1800
  • კულტურული ტურიზმი-1800
  • ტელე-რადიო ჟურნალისტიკა-1800
  • ქართულ ენაში მომზადება (აფხაზურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (აზერბაიჯანულენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (ოსურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადება (სომხურენოვანთათვის)-2250

შპს - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

  • საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია (პილოტი)-30 000
  • საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაცია-4000
  • საფრენი აპარატების დაპროექტება და წარმოება-3000
  • საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების ტექნიკური ექსპლუატაცია-3000
  • ინფორმაციული სისტემები ავიაციაში-3000
  • საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტი-3000

შპს - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

  • გემის მექანიკა-4500
  • გემის მექანიკა (ინგლისურენოვანი)-5000
  • საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა-2500
  • საზღვაო ნავიგაცია-4500
  • საზღვაო ნავიგაცია (ინგლისურენოვანი)-5000

ა(ა)იპ "საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი"

  • აგრარული მეცნიერებები-2250 
  • ბიზნესის ადმინისტრირება-2250
  • ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-2250
  • ისტორია-2250
  • მათემატიკა-2250
  • ჟურნალისტიკა-2250
  • სამართალი-2250
  • საჯარო მმართველობა-2250
  • ფილოლოგია-2250
  • ხელოვნებათმცოდნეობა-2250

შპს „გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)- 5500
  • ბიზნესის ადმინისტრირება (მარკეტინგი, მენეჯმენტი).-2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)-2250
  • ჟურნალისტიკა-2250
  • სამართალი-2250
  • ტურიზმი-2250
  • ტურიზმი (ინგლისურენოვანი)-5550
  • ფსიქოლოგია-2250

ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

  • კომპიუტერული მეცნიერება- 2250
  • სამართალი- 2250
  • ფსიქოლოგია- 2250
  • საერთაშორისო ურთიერთობები- 2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება- 2250
  • ისტორია- 2250
  • ქართული ფილოლოგია- 2250

შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ

  • ბიზნესის ადმინისტრირება-2990 
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-2990
  • დიპლომირებული სტომატოლოგი (ინგლისურენოვანი)-4990
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები-2990
  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)-4990
  • მენეჯმენტი-2990
  • მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი-5500
  • ჟურნალისტიკა-2990
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2990
  • სამართალი-2990
  • ტურიზმი-2990
  • ფინანსები-2990
  • ფსიქოლოგია-2990

ა(ა)იპ - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

  • აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნება-5900 
  • ბიზნესის ადმინისტრირება-4500
  • ეკონომიკა-3250
  • პოლიტიკის მეცნიერებები-3600
  • საერთაშორისო ურთიერთობები-4500
  • სამართალი-4500
  • სოციალური მეცნიერებები-4200
  • სოციოლოგია-3600
  • ფსიქოლოგია-3950
  • ციფრული მედია და კომუნიკაცია-5500

ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

  • ფსიქოლოგია-1500
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია-1500
  • ფარმაცია-1500
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა-1500
  • საექთნო საქმე-1200

შპს - ევროპის უნივერსიტეტი

  • არქეოლოგია-5000 
  • ბიზნესის ადმინისტრირება-4500
  • ინფორმატიკა-4500
  • ტურიზმი-4500
  • საერთაშორისო ურთიერთობები-4500
  • სამართალი-4500
  • დიპლომირებული მედიკოსი-7700
  • სტომატოლოგია-5600
  • ფსიქოლოგია-4500
  • ვეტერინარია-4500

შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

  • არქიტექტურა- 2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება-2250
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2250
  • სამართალი-2250
  • ფსიქოლოგია-2250

შპს „ახალი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი“

  • ბიზნესის ადმინისტრირება- 2250
  • საერთაშორისო ურთიერთობები-2250
  • ტურიზმი-2250

ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-2250 
  • მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა (ინგლისურენოვანი)-7750
  • პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)-2250
  • საექთნო საქმე (ინგლისურენოვანი)-2250
  • სამართალი-2250
  • ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია (ინგლისურენოვანი)- 2250

შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი

  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)- 10 000
  • სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)-7000

შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)-2250
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)-2250
  • ციფრული მარკეტინგი-2650
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები-2650

შპს მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი „ალტერბრიჯი“

  • მასობრივი კომუნიკაცია-4900 
  • ფსიქოლოგია-3500
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)-5900

შპს „ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში“

  • ბიზნესი და მენეჯმენტი (ინგლისურენოვანი)- 29 550
  • პოლიტიკის მეცნიერება (ინგლისურენოვანი)-29 550

შპს - აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტი

  • დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი)- 5000

ვებსტერ უნივერსიტეტის, ინკ.-ის ფილიალი საქართველოში

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)- 22 500
  • მედიაკომუნიკაცია/მასკომუნიკაცია (ინგლისურენოვანი)-22 500
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)- 22 500

შპს - კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი

  • მედიცინა (ინგლისურენოვანი)- 10 000

შპს თბილისის თავისუფალი აკადემია

  • ბიზნესის ადმინისტრირება- 2450
  • სამართალი-2450
  • ფსიქოლოგია-2450
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აზერბაიჯანულენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (აფხაზურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ოსურენოვანთათვის)-2250
  • ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (სომხურენოვანთათვის)-2250