"კატასტროფა და სისტემის კოლაფსი" - ასე აფასებენ ექსპერტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სცეტიცხოველში წყალში ჩავიდა.
ხელოვნაებთმცოდნე ეკა კიკნაძე მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანაში სწორედ საჯარო სამსახურებში არასწორ საკადრო პოლიტიკას ეწირება. მისი თქმით, მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სპეციალისტები საქმეს არ აკეთებენ.
"კატასრტოფაა, ეს არის სისტემის კოლაფსი და სამწუხაროდ, ამას ყველაფერს ეწირება კულტურული მემკვიდრეობა. როდესაც საჯარო სამსახურებში არის არასწორი საკადრო პოლიტიკა, ქვეყანა მუშაობს ცუდად და ზიანდება ამის შედეგად ყველაზე მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი, რაც აქვს ამ ქვეყანას. მონიტორინგი და პრევენციული კონსერვაცია ეს არის ის, რაზე დგას ძეგლთა დაცვის საქმე და ეს, როგორც ჩანს, ამ რგოლში მუშაობს ყველაზე მეტად. მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქმეს არ აკეთებენ სპეციალისტები. ამის წარმოდგენაც არ მინდა, ამან რა შეიძლება, გამოიწვიოს. ეს დაზიანება უნდა იყოს თავის დროზე შეფასებული, უნდა იმუშავონ სპეციალისტებმა და უნდა მოხდეს მისი ლოკალიზება და საბოლოოდ აღმოფხვრა. გელათშიც ასე დაიწყო ყველაფერი, სწორედ წყლის ჩამოსვლით", - ამბობს ხელოვნებთმცოდნე ეკა კიკნაძე.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დეა მეტრეველი ამბობს, რომ საქმე გულგრილობასთან აღარ გვაქვს. მისი თქმით, უკვე ჩნდება ეჭვი, რომ ე.წ. მთავრობა ქართული ისტორიული და კულტურული კვალის განადგურებას მიზანმიმართულებად ცდილობს.
"გულგრილობა შეიძლება, ყოფილიყო, როდესაც ხელოვანები, ექსპერტები განგაშის ზარებს სცემდნენ რამდენიმე წლის წინ და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ თვალყური არ მიადევნეს, არ მოგვისმინეს, არ შეისმინეს, მაგრამ დღეს, როდესაც ულვე ასობით კერაა ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის განადგურების, ეს უკვე გულგრილლობა აღარ არის. არის გონივრული ეჭვი უკვე, რომ ეს არის მიზანმიმართული ქართული ისტორიული და კულტურული კვალის განადგურება საქართველოში," - ამბობს დეა მეტრეველი.
კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელშიც წყალი ჩადის - ამჯერად რამდენიმედღიანი წვიმის გამო საფრთხეში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი - სვეტიცხოველი აღმოჩნდა.
მე-11 საუკუნის უნიკალური ნაგებობის სამხრეთ ნაწილში წყალი, გასულ ღამეს ჩავიდა. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გაავრცელა, სადაც წერია, რომ უნიკალურ ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება. არადა, ექსპერტები ქვისცვენის გამო ჯერ კიდევ 2019 წელს ამბობდნენ, რომ საჭიროა ტაძარს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, რისთვისაც მაშინ ბიუჯეტიდან საკმარისი თანხა ვერ გამოიყო.
გუშინ ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ახლად დანიშნული დირექტორი თამარ ონიანიც, თუმცა უცნობია, რა ვადებში შეძლებენ ტაძრის აფრების შეკეთებას.
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია.
როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები სვეტიცხოველში - მღვდელი, რომელიც ტაძარში მსახურობს, ამბობს, რომ ამის თაობაზე ადგილზე ჩასულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს არაფერი უთქვამთ. სასულიერო პირი ადასტურებს, რომ ტაძარში საგანგაშო მდგომარეობაა, თაღიდან წყალი ჟონავდა და დასველდა იატაკიც. მღვდელი ამბობს, რომ წყლის გაჟონვას ადგილი ადრეც ჰქონდა, თუმცა ეს სხვა მონაკვეთი იყო და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფრები დაზიანებული იყოს.
"შაბათ დილით დავაფიქსირეთ ჩვენ, წყალი ჩამოდიოდა. მანამდე ამ ადგილას არ იყო ასეთი ფაქტი.. ისე, სხვაგან წინა წლებშ იყო წყლის ჩამოსვლა. ახლა შაბათ დილით ვნახეთ, შმეოვედით ადრე და უკვე წყალი იდგა და ნელ-ნელა წვეთავდა. შევატყობინეთ ძეგლთა დაცვას, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის. მოვიდნენ გუშინ, დაათვალიერეს და სასწრაფოდ არის ჩასარევი და აღსაკვეთი ეს წყლის ჩამოდინება," - ამბობს სასულიერო პირი.