გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე უკანონო თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 4 კილოგრამამდე თევზი.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.