ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ იანვარ-მაისში 197 723 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 207 %-ით მეტია. აღნიშნულ მონაცემებს ავიაკომპანია ავრცელებს. 

2023 წლის იანვარ-აპრილში ავიაკომპანიამ 64 406 მგზავრი გადაიყვანა.

გაზრდილია მიმართულებების რაოდენობაც - 2024 წლის იანვარ-მაისში „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს 11 მიმართულებით ასრულებდა: ამსტერდამი, ვენა, პარიზი, ნიცა, მილანი, ბერლინი, მიუნხენი, ლარნაკა, თელ-ავივი, მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი.

2023 წლის იანვარ-მაისში ფრენები 4 მიმართულებით სრულდებოდა: თელ-ავივი, ამსტერდამი, ვენა, პარიზი.

ზრდა ფიქსირდება მაისის თვეშიც - 2024 წლის მაისში ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობაა 48 099. 2023 წლის მაისში „ჯორჯიან ეარვეისმა“ 17 858 მგზავრი გადაიყვანა.