2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.1%-ით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, რომ გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო ხელფასი ყველა სექტორში გაიზარდა. დარგები, რომლებშიც საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგია:
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 4.3%-ით);
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (გაიზარდა 14.5%-ით);
• მშენებლობა - 2 946.1 ლარი (გაიზარდა 13.7%-ით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (გაიზარდა 13.8%-ით).
ცნობისთვის, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის გაანგარიშებაში გამოყენებულია დარიცხული შრომის ანაზღაურება და არა ხელზე ასაღები ხელფასი. შესაბამისად, მაჩვენებელში შესულია საშემოსავლო გადასახადი (20%), ასევე საპენსიო შენატანი (2%).