UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთის მოქალაქე გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანეთის პროფესიული განათლებისა და სპორტის მინისტრზე დაყრდნობით ესპანური გამოცემა „მარკა“ ავრცელებს.

ილია თოფურია პირველი ქართველია, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ის 15 წელია ესპანეთში ცხოვრობს და როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის დროშებით ასპარეზობს