ჯანდაცვის სექტორის საოპერაციო და ფინანსური ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასშტაბის მიღწევაა, თუმცა სექტორი კვლავ ფრაგმენტულია. ინფორმაციას Galt&Taggart ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში აქვეყნებს. 

2022 წელს, საყოველთაო ჯანდაცვა კერძო ჯანდაცვის სექტორის შემოსავლების ნახევარს, 1.4 მლრდ ლარს შეადგენს.

მთავრობის დაფინანსების ზრდამ და კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 15 პროცენტული პუნქტით 56%-მდე შეამცირა, რაც კვლავ მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის (16%) და შესადარისი ქვეყნების (38%) საშუალოსთან შედარებით“, - ნათქვამია კვლევაში.

2021 წლის მონაცემებით, ბაზრის წილის 16.7% ჰოსპიტალიზაციების მიხედვით „ევექსს“ უჭირავს, შემოსავლების მიხედვით კი მას ბაზრის 13.4% უკავია და ორივე მაჩვენებლით ლიდერია.