ვაშლიჯვარში GWP-ის ქსელის დაზიანებას წყლის მასშტაბური ამოფრქვევა მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ.

,,დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ,  ჯორჯიან უოთერ  ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და წყლის დინების შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მაგისტრალური ქსელი წყლისგან დაცლისთანავე დაიწყება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 24 მარტს,  15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე  წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში:  სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების  მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის."-წერია განცხადებაში.