„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ჩამონათვალს აქვეყნებს, სად და როდის განთავსდება სასმელი წყლის ცისტერნები წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე.

მისამართები, სადაც სასმელი წყლის ცისტერნები განთავსდება 21 ივნისის

09:30 - 13:00 - ვაკე, ნუცუბიძის ქ.N125

10:30 - 13:00 - ვაკე,ქავთარაძის ქ. N70-72

10:30 - 13:00 - ვაკე,მიხეილ შავიშვილის ქ.N1

10:30 - 14:00 - გლდანის ,ზაჰესი, ავჭალის ქუჩა N11

10:30 - 13:00 ვაკე,რევაზ მარგიანის ქ.,შენ.2/2

GWP-ის ინფორმაციით, ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნაზე მოთხოვნა ცხელი ხაზის საშუალებით დააფიქსიროს.

სოფელ წიწამურთან, ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვდის წყალს. დღის განმავლობაში წყლის მიწოდების ვადები კონკრეტული მისამართებისთვის დამოკიდებულია ლოკალურ რეზერვუარებში არსებულ წყლის რესურსზე და ქსელში წყლის განაწილებაზე, შესაბამისად წყლის მიწოდების ვადები სხვადასხვა არეალში სხვადასხვა დროით განისაზღვრა. დეტალური ინფორმაცია ნახეთ აქ.