საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩეხეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია საგურამოში გამართა და მაოხლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„საბა გოგლიჩიძის მოედანზე გაყვანას თუ ვაპირებ? საბა ჩვენთვის ახალი მოთამაშე არაა. მის პროგრესს იტალიაში თვალს ვადევნებდით და გამოვიძახეთ, რომ ნაკრების გარემოს შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, მალე გუნდს გამაოდგება

ახლა, ფაქტობრივად, ფეხბურთელები გამოვიძახეთ, რაც ევრო 2024-ზე. ახლებიდან არიან ლუკა გადრანი და შოთა ნონიკაშვილი. ჩეხეთი მობილურ ფეხბურთს თამაშობს და ხვალ შედეგის მისაღწევად ბევრად უკეთესად უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ევრო 2024-ზე. ფეხბურთელებმა იციან, ჩეხეთი როგორ თამაშობს, მისგან რას ველოდოთ. ეს ჩვენი პლუსია.

წარმატებების შემდეგ მადა გეხსნება და კიდევ მეტის მიღწევა გსურს. ჩვენი გუნდი ამ კუთხით მოტივირებულია, რომ ზაფხულში გაწეული შრომა წარსულში არ დარჩეს.

ამ შემადგენლობიდან ევრო 2024-ზე ოცმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათ იციან, რომ მათგან იგივე მონდომებას მოვითხოვ, რაც ბოლო თვეებში გამოავლინეს. ფსიქოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს, ფეხბურთელებმა კი დაიჯერეს, რომ მათ გამარჯვება შეუძლიათ“, – ამბობს ვილი სანიოლი.

1tv.ge