მაქსიმალური გულისყურით მოვეკიდებით იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც შოვში ჰქონდათ კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნდა დადგინდეს როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები შოვში და რა ტიპის კომპენსაციები უნდა გაიცეს შესაბამისი ადამიანების მიმართ.

„შოვთან დაკავშირებით დასკვნა არის ასეთი - არ არის რეკომენდებული იქ ხელახლა განაშენიანების პროცესის დაწყება. დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. ჩვენ მაქსიმალური გულისყურით მოვეკიდებით იმ ადამიანების ინტერესებს, რომელთაც იქ ჰქონდათ კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა. შესაბამის მინისტრებთან ერთად გვექნება კონსულტაციები და უნდა დადგინდეს როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები შოვში და რა ტიპის კომპენსაციები უნდა გაიცეს შესაბამისი ადამიანების მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.