გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო,  16 ნოემბერს 15:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00 სთ-მდე“, - აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.