გმირთა მოედანზე ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე შეჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.

ადგილზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მოძრაობა შეაჩერა. მგზავრებმა და მძღოლებმა ავტობუსები დატოვეს.

პროტესტის მონაწილეები ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' კანონის მიღებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება.