საქართველოში "მაგთის" ინტერნეტი გათიშულია. საუბარია როგორც მობილურ, ასევე ოპტიკურ ინტერნეტზე.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მთავარი არხის" ვებ-გვერდს განუცხადეს, ინტერნეტის შეფერხება გლობალურ დაზიანებას უკავშირდება.

როდის აღდგება ინტერნეტკავშირი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ჯგუფები უკვე მუშაობენ.

მანამდე, "მაგთის" მომხმარებლები წერდნენ, რომ ინტერნეტით ვერ სარგებლობენ.

mravari.tv