პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ოთარ იოსელიანის ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო.
ოთარ იოსელიანს ჰქონდა საკუთარი სტილი, რომელიც მხოლოდ დიდ რეჟისორებს ახასიათებთ. მისმა ფილმებმა ჩვენს ქვეყანას არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
თანავუგრძნობ ყველას, ოჯახს, მაყურებელს, მეგობრებსა და კოლეგებს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა და სახალხო არტისტის - ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო“ - პრემიერი
საქართველოს საერთაშორისო ჰაბის სტატუსის დაკარგვის რისკი აქვს - ბრიტანეთის ელჩი(bm.ge)
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი