ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ლარნაკას მიმართულებით ფრენებს კვირაში 7 სიხშირით განახორციელებს.

„ლარნაკას მიმართულებით პირდაპირი ფრენები თბილისიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ყოველდღიურად შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის.

ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც,“ – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.