თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა.

გენო პეტრიაშვილი დღეს, ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება.