გელათის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი უკვე მეექვსე ზამთარია სახურავის გარეშე ხვდება. ადგილობრივი აქტივისტების თქმით, რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა სამუშაოების დაგეგმილი ნაწილი ვერ შეასრულეს, რის გამოც ძეგლის დაცვა კვლავ პრობლემად რჩება.
მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროცესის ჩავარდნამ უარყოფითად იმოქმედა როგორც შობისა და წმინდა გიორგის ეკლესიების კონსტრუქციაზე, ისე - შიდა მოხატულობაზე.
"გელათის რებიალიტაციის კომიტეტი იყო ვალდებული, რომ მეექვსე ზამთარს წმინდა გიორგის ეკლესია უხარისხო გადახურვით არ შევედროდა. 2020 წლის ზაფხულში წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედელთან ხარაჩოზე ასვლით და ფოტოებით დაფიქსირებით ჩვენ დავადასტურეთ ის უმძიმესი კვალი, რომელიც ე.წ, რეაბილიტაციის პროცესმა არა მხოლოდ შობის, არამედ წმინდა გიორგის ეკლესიაზეც გამოიწვია და ეს ასახულია, სამწუხაროდ, კედლის მხატვრობის ფერწერის მდგომარეობის გაუარესების. შესაბამისად, შეკითხვა არსებობს კომიტეტთან, თუ რატომ არ იქნა გადახურული სიდიდით გაცილებული მცირე ზომის და შესაბამისად, სამუშაოების არისხით გაცილებით მარტივი პროექტით წმინდა გიორგი ეკლესია ხარისხიანი დროებითი გადახურვით? კომიტეტი დაავებულია ბევრი რამით, მათ შორის, ლანძღვით კრიტიკული პოზიციების მქონე ადამიანების მიმართ, ტალახის სროლით ოფიციალურ განცხადებებში, მაგრამ კონკრეტულ შეკითხვებს, კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ვიცით, რომ პრობლემებით მიმდინარეა ეს პროექტი, რომელიც შობის ტაძრის ირგვლივ კეთდება და ჯერჯერობით დაუსრულებელია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ უნდა დასრულებულიყო 5-ჯერ გადავადების შემდეგ. ჩვენ ვკითხულობთ ახლა წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რატომ ხვდება წმინდა გიორგის ეკლესია უხარისხო გადახურვით მეექვსე ზამთარს?" - ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.