კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის N 55-ე და N 85-ე საჯარო სკოლებში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა.

სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მომხმარებელთა უფლებების, მათი დაცვისა და აღსრულების მექანიზმების, კონკურენციის პოლიტიკის ძირითადი პრინციპებისა და სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ როგორც ადგილზე, ისე ონლაინ-ვაჭრობისას. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას გასათვალისწინებელ წესებზე, გაეცნენ უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართვის მექანიზმებს და იმ უწყებებს, რომელთაც მსგავს შემთხვევებში მათი დახმარება შეუძლიათ.

ინფორმაციას GCCA ავრცელებს