2024 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და 5 866 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს 5 594 იყო.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 185 სიმთვრალით იყო გამოწვეული, 2023 წელს კი, ეს მაჩვენებელი 158 იყო.

2024 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 444 ადამიანი, ხოლო დაზარალდა 7 587.