შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო.

ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან 9 აგვისტომდე იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საპრეტენზიო განაცხადებით 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: https://online2.naec.ge/uee-appeals/login.aspx“, – ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge