კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო)  „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 62%-ისთვის შინამეურნეობის შემოსავლის წყარო პენსია და სახელმწიფო დახმარებაა.

შინამეურნეობისთვის შემოსავლის წყარო ხელფასი გამოკითხულთა 49%-ისთვისაა. 49% აცხადებს, რომ მათ შემოსავლის სხვა წყარო აქვთ.

უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსული შემოსავლით გამოკითხულთა 2% ცხოვრობს;

გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავლითაც - 2%;

საბანკო დეპოზიტებისა და ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული შემოსავლით - 1%;

სხვა წყარო აქვს - 4%-ს.

კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.