IPM Market Intelligence Caucasus -ის მიერ დასრულებული კიდევ ერთი კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 32% ერთხელ მაინც არის მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ნამყოფი – ინფორმაციას IPM კვლევები ავრცელებს.
ყველაზე ცნობადი საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების მარშია (49 %)
გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის მსვლელობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდინარე პროცესებში
რაც შეეხება პრეზიდენტთან დაკავშირებულ მოსაზრებებს: გამოკითხულთა უმეტესობა- 46% სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს ქვეყნის პრეზიდენტად.
აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას გამოკითხულთა უმრავლესობა 72% უჭერს მხარს.
სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 24-25 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ ასაკის 800 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 3%-ს