კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, 27%-ს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის, არ ჰყოფნის - ტანსაცმელზე, ხოლო 13%-ს ფული არ ჰყოფნის საკვებზე. გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება.
კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 წლის 16 აპრილიდან 13 მაისამდე მიმდინარეობდა. მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 3%-მდე მერყეობს. შედეგები მთელი ქვეყნის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია და არ მოიცავს ოკუპირებული ტერიტორიებს.