8 მარტს ქალები მსვლელობას გამართავენ და „ერთად გააგონებენ რეჟიმს გაბრაზებული ქალების ხმას”.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს სწორედ ქალის ხმა აქვს.

"ეს ყოველწლიური მარშუია, რომელიც 2010 წლიდან იმართება. წინა წლებში იმ საკითხებზე ვცდილობდიტ საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას, რაც ქალების წინაშე იდგა და რასაც სისტემური და საკანონმდებლო ცვლილება სჭირდებოდა. მესამე წელია უკვე ქალებს გვიწევს ისეთ საკითხებზე ფოკუსირება, რაც სცდება ქალთა უფლებრივ საკითხებს, რადგან ქვეყანას აქვს ბევრი კრიზისული გამოწვევები და ეს ისეთი საკიტხებია, რომელიც პირდაპირ გვეხება ქალებსაც. რთულია ვისაუბროთ ქალტა პოლიტიკურ ჩართულობაზე, როცა ქვეყანის მომავალი გახდა ძალიან ბუნდოვანი. ვიქნებით თუ არა დემოკრატია და რა კურსს ავირჩევთ, ესაა ახლა ყველას საზრუნავი და საფიქრალი, მათ შორის, ქალებისას. ქალები ყოველთვის იქ დგანან სადაც მიირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები," - თქვა უფლებადამცველმა და ქალთა მოძრაობის წევრმა იდა ბახტურიძემ.

შეგახსენებთ, "ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!" - ამ ლოზუნგით დღეს, 8 მართს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქში დემონსტრანტები 19:30 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. 

ქუთაისში მოქალაქეები 19:00 საათზე, მე-3 სკოლასთან შეიკრიბებიან. ბათუმში 18:00 საათზე, მემედ აბაშიძის 48 (გაზეთ "ბათუმელების" ოფისთან).

"2025 წლის 8 მარტს საქართველოში პირველად ვხვდებით ქალ პოლიტპატიმრებთან ერთად – მზია ამაღლობელი, ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლი და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა დღეს.

მასთან ერთად, არც სხვა ქალები ვეგუებით საქართველოში ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმსა და პოლიციურ რეჟიმს, რომელმაც დაამწყვდია უდანაშაულო ადამიანები ციხეში, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შეურაცხყოფას აყენებდა მოშიმშილე მზია ამაღლობელს, აწამა მშვიდობიანი მანიფესტანტები და თავისი ყოველდღიური ქმედებით მიჰყავს საქართველო სულ უფრო და უფრო ღრმა კრიზისამდე.

სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელსაც ქალთა მოძრაობა ყოველწლიურად ვუძღვნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, ქალები რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბებით და რუსთაველისკენ მსვლელობას გავმართავთ.

ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს! შემოგვიერთდით და ერთად გავაგონოთ რეჟიმს გაბრაზებული ქართველი ქალების ხმა!" - ნათქვამია განცხადებაში.