ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის - Speedtest Global Index-ის სტატისტიკის თანახმად, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-117 ადგილზე იმყოფება.
2025 წლის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა ერთ წელიწადში 3 პოზიციით ჩამოქვეითდა და რეგიონში ყველაზე ცუდ პოზიციაშია.
Speedtest Global Index-ს მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 44.91 მეგაბაიტია.
ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს პირველ სამეულში, შედის სინგაპური, ჩილე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.