2023 წელს, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა, - ამის შესახებ აღნიშნულია იზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ მომზადებულ მეშვიდე ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, ასევე, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 3680 მოქალაქეს ეთქვა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. 2022 წელს EU-ში თავშესაფარი საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ მოითხოვა.
"2023 წელს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადება 24 375-მა ადამიანმა დაარეგისტრირა. 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ათი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა”, - ნათქვამია ანგარიშში.
2023 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის საზღვრის უკანონო კვეთის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წელთან შედარებით განახევრებული მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვიტ, გასულ წელს ევროკავშირში უვიზო რეჟიმის პირობების დამრღვევი, ანუ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 12%-ით, 24 595-მდე გაიზარდა.