დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ავტოდილერების, ავტომფლობელების და ავტოიმპორტიორების პროტესტი მოჰყვა - ქართველი ავტოდილერები და ავტოიმპორტიორები საგანგებო შეხვედრას ამ წუთებში იწყებენ.
კერძო ბიზნესმენები დახურულ კარს მიღმა აპირებენ მსჯელობას, რა უნდა გააკეთდეს ახლა იმისთვის, რომ დაანონსებული კანონი ძალაში არ შევიდეს.
მთავრობა ქვეყანაში ექვს წელზე მეტი ავტომობილის შემოყვანას კრძალავს. ავტოიმპორტიორებისს თქმით, ეს პირდაპირ არტყამს ბიზნეს და რიგით ადამიანებს.
- ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ავტომობილების შემოყვანაზე შეზღუდვას აწესებს და 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს.
- როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.