"ეს ბავშვები უნდა დაიჭირონ, თქვენთვის მისაღებია? მოგმართავთ ჩემს “ბაბლში” არსებულ ქოცებს, ქოცების მხურვალე მხარდამჭერებს, მოქმედ საჯარო მოხელეებს და ყოფილ კოლეგებს !!!! მორალისტებს, ბიზნესმენებს და სპორცმენებს! და ყველას ვინც კი ჩემს სოც. მედიას ადევნებთ თვალს;" - ამის შესახებ ალტიჰატის დამფუძნებელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რაგბის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი, ნიკოლოზ ალავიძე, სოციალურ ქსელში წერს და პოსტს თან ურთავს იმ  8 ახალგაზრდის ფოტოს სასამართლო სხდომიდან, რომელზეც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ალავიძის პოსტს სრულად გთავაზობთ:

"ეს უმსგავსობა თქვენთვის მისაღებია? ანუ ზეკორუმპირებული მიტაცებული ინსტიტუტი რომ "დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ჩადენილია ჯგუფური ძალადობა, ორგანიზება და მასში მონაწილეობა" და ეს ბავშვები უნდა დაიჭირონ, თქვენთვის მისაღებია? მოგმართავთ ჩემს “ბაბლში” არსებულ ქოცებს, ქოცების მხურვალე მხარდამჭერებს, მოქმედ საჯარო მოხელეებს და ყოფილ კოლეგებს !!!! მორალისტებს, ბიზნესმენებს და სპორცმენებს! და ყველას ვინც კი ჩემს სოც. მედიას ადევნებთ თვალს; შენც “გივი”! პირადად არ გნიშნავთ მაგრამ ზუსტად ხვდებით ვისაც განსაკუთრებულად მოგმართავთ.ეს ნორმალურია თქვნთვის? და ამის ფონზე კიდევ ფიქრობთ რომ ამ ქვეყანას რაიმე მომავალი ექნება ასეთი უტიფარი სიჩუმის და სიმხდალის პირობებში?!თქვენი დუმილი დანაშაულია! ეს ზუსტად ის თანამონაწილეობაა რაც ორი ათასი წლის წინ, ფარისევლების გავლენით მაშინდელმა საზოგადოებამ გამოიჩინა…." - წერს ნიკოლოზ ალავიძე სოციალურ ქსელში, რომელიც გუშინ აქციაზე, შვილთან ერთად, დააკავეს.

7 დეკემბერს ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე რუსთაველზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს.