„ეს არის ხალხის ძალაუფლების ეროვნული დემონსტრირება ეროვნული სახელმწიფოსთვის. დიახ!“ - ამის შესახებ მეუფე ზენონი სოციალურ ქსელში წერს და თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

Visioner-ის ცნობით, პიკის დროს აქციაზე 106 ათას ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ამ დროისთვის კი რუსთაველის გამზირზე ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქცია დასრულებულია.