ერთ სულ მოსახლეზე თაფლის მოხმარების სიდიდით საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზეა. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე თაფლის წლიური მოხმარება 0.58 კგ.-ია.

2020 წლის მონაცემები Rankingroyals-მა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, რეიტინგის ლიდერია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე თაფლის წლიური მოხმარება 3,31 კგ.-ია, შემდეგ მოდის ახალი ზელანდია (2,63 კგ) და ხორვატია (1,86 კგ).