ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა - ინიციატივას მესამე მოსმენით მხარი პარლამენტმა დაუჭირა.

მიღებული ცვლილების მიხედვით, ეროვნული ბიბლიოთეკა გახდება "სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა".

"კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას." - წერია განმატებით ბარათში.

კანონპროექტი ძალაში შევა მიმდინარე წლის 10 მარტიდან.