თბილისში ერეკლე II-ს ძეგლის დამზადებისთვის კულტურის სამინისტროს 955 000 ლარი გამოეყოფა. შესაბამისი განკარგულება პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით მთავრობამ 9 სექტემბერს გამოსცა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 955 000 ლარი“, - წერია განკარგულებაში.

ცნობისთვის, ერეკლე II-ს ძეგლის დადგმა კახეთის გზატკეცილზე იგეგმება, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც თბილისის მერია პარკის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდება.