დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს აღნიშნავს და იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. სახარების მიხედვით, ამ დღეს, იესო ჯვარს ეცვა კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად.
წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება. ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება.
მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ.