საქართველო, ძლიერი პასპორტების ინდექსში 1 ადგილით ჩამოქვეითდა – მონაცემებს Henley & Partners–ის ინდექსი აქვეყნებს.
The Henley Passport Index–ის ზაფხულის მონაცემების თანახმად, საქართველოს პასპორტი მსოფლიო მასშტაბით 44-ე ადგილზე იყო, განახლებული რეიტინგით კი ის 45-ე ადგილზეა. ცნობისთვის, 2023 წელს ქართული პასპორტი 50–ე პოზიციაზე იყო.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, რეიტინგში 46-ე ადგილზეა რუსეთი და თურქეთი, 71-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, ხოლო სომხეთი 74-ე ადგილზეა.
2024 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა 122 ქვეყანაში შეუძლიათ.